вторник, 11 мая 2010 г.

პუშკინის ზღაპრები

სასწავლო პროექტი
მთავარი იდეა ა.ს.პუშკინის ზღაპრები
მნიშვნელობა/აქტუალობა ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს ,გამოჩნდა მოსწავლეთა საღი აზრი სიკეთისა დაბორეტებასთან დაკავშირებით.ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაც არ ყნდა უჭირდეს ადამიანს, რაც არ უნდა გაუსაძლისი პირობები ჰქონდეს დღეს –დღეისობით ოჯახში არ უნდა გაბაროტდეს და დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, რადგან სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ამარცხებც. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლასსი ბავშვების გარკვეული რაოდენობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ჩვენი სკოლის მასწავლებლების, ასეტი წარმატებული პროექტების, ტოლერანტობის გაკვეტილების დახმარებით,ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ სკოლასი, კონკრეტულ კლასში მოსწავლეები არ შეუშინდებიან რთულ ცხოვრებას, მომავლის დიდი იმედით იცხოვრებენ და ცუდს არ გაივლებენ გულში.
მიზნები და შედეგები მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.მოსწავლე იგებს მცირე ზომის დიალოგს.მოსწავლე ტექსტის გასაგებად იყენებს სატანადო სტრატეგიებს.მოსწავლე აღწერს სურათს.მოსწავლე თავს ართმევს ყოფიტ საკომუნიკაციო სიტუაციას.მოსწავლე მონაწილეობს ინტერ აქციაში.მოსწავლე იყენებს სათანადო სტრატეგიებს.მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. მოსწავლე იგებს ინსტრუქციასმოსწავლე იგებს ყოფითი ხასიათის ტექსტს. მოსწავლე იგებს მცირე ზომის აღწერითი ან ნატურალურ ტექსტს.მოსწავლე იყენებს კითხვის სათანადო სტრატეგიებს.მოსწავლე ავსებს გაკვეტილების ცხრილს,კვირის განრიგს.მოსწავლე ნიმუშის მიხედვით წერს მარტივ ყოფით ტექსტებს.მოსწავლე ამოიცნობს უცხოენოვან ინფორმაციას კულტურის სფეროდან.მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავების მიმართ. მოსწავლე აცნობიერებს, რომ ენაში აისახება სამყაროს თავისებური ხეგვა.
შეფასების საგანი და პროცედურები მე–5ე კლასში ცოდნა შევაფასე:დაბალი, სასუალო და უმაღლეს დონეებად.კლასის 60% გამოჟღავნა ცოდნის უმარლესი დონე,მოიძეს ინფორმაცია მითითებულ თეაზე ,გამოიყენეს ბიბლიოთეკა და მოაწყვეს ზეპირი პრეზენტაცია,(ისტ–ის გამოყენება მრავალ ფეროვანი,და შეესაბამება დავალებას.) კლასის 30%–მა გამოამჟღავნა ცოდნის საშუალო დონე. ამ მოსწავლეებს ნაკლებად საინტერესო და მწირი მასალა ჰქონდათ თემის გარშემო.(ისტ–ი გამოყენებულია მხოლოდ ერტი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩარტულობა) კლასის 10%–მა გამოამჟღავნა ცოდნის დაბალი დონე. მათი ცოდნა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი მე–5ე კლ.“რუსული ენის“ სახელმძღვანელოში მოცემული მასალის არამყარი ცოდნით.(ისტ–ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება თემას).
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას წინასწარ მითითებული თემის გარშემო, ზღაპრების შინაარსს გადმოსცემენ ზეპირი თხრობით, პასუხობენ ნასწავლი ზღაპრებისა დამწერლის ბიოგრაფიის გარშემო დასმულ კითხვებს,
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო გამოვიყენე მე–5ე კლ. „რუსული ენის“ სახელმძღვანელო,ა.ტერ–სარქისოვა, ლ. პატარაია, სარალიძე,აგრეთვე ა.ს. პუშკინის ზღაპრების კრებული სადაც განთავსებულია ზღაპრები:“ოქროს მამალზე“, „მებადურზე და თევზზე“, „მეფე სალთანზე,მის შვილ გვიდონზე და უმშვენიერეს მეფის ასულ გედზე“. ყოველივე ეს კომპიუტერის საშუალებით ვაჩვენე ნახატ ფილმებად, აგრეტვე გამოვიყენე საკლასო ნივთები:დაფა,ცარცი, ინტერნეტი
www.google.com


სასწავლო პროექტის მსვლელობა ამ პროექტს დავუთმე 3 გაკვეტილი.
1 გაკვეთილი. მთელი 45–წთ.მიმოვიზილავდით ა.ს. პუშკინის ბიოგრაფიას და მის ნაწარმოებებს,ზღაპრებს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ყოველივე და გაუჩნდათ კითხვები: მწერლის წარმოსობაზე, მის ოჯახზე, ბავშვობაზე, როგორ ცხოვრობდა,როგორ სწავლობდა,დაივტერესდნენ მისი შემოქმედებით,ზრაპრების გარდა კიდევ რა ნაწარმოებები ჰქონდა დაწერილი და რით იყო ეს ნაწარმოებები მნიშვნელოვანი და საინტერესო.
2გაკვეთილი.
ვკითხულობდით ა.ს. პუშკინის ზღაპრებს,ვთარგმნიდით და თან ვიზიარებდით ერთმანეთის აზრს, თუ რა იყო ამა თუ იმ ზრაპარში მთავარი თემა, როგორები იყვნენ ზღაპრის პერსონაჟები.ამის შემდეგ გაიმართაკამათი თუ რა არის მთავარი არა მარტო ზღაპარსი არამედ ცხოვრებაშიც და მივიდნენ ერთ აზრამდე, რომ ცხოვრებაში მთავარია სიკეთის კეთება.
3გაკვეტილი.
მთელი გაკვეტილი ვუყურებდით ა.ს. პუშკინის ზრაპრების მიხედვით შექმნილ ნახატ ფილმებს.